კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: რობოტი პეპერი ტელემედიცინის სიმბოლოა – ჩართულია პაციენტის მკურნალობაში

პრეზენტაციის დღესაც აღნიშნული იყო, რომ რობოტი პეპერი არის ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის სიმბოლო. კოვიდის პერიოდში ჩვენ ონლაინკლინიკის ფარგლებში ტელემედიცინის კომპონენტებს ვიყენებთ. ეს არ გულისხმობდა, რომ რობოტ პეპერს, დღეის მდგომარეობით, თქვენ საქართველოს რომელიმე კლინიკაში დაინახავდით. ჩვენ ვგულისხმობდით, რომ ტელემედიცინის სიმბოლო ჩართული იქნებოდა პაციენტების მკურნალობის კომპონენტში, რაც დღეს ფუნქციონირებს...

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. მინისტრმა რობოტი პეპერი 18 ივნისს წარადგინა - მისი თქმით, რობოტი ექიმებს კორონავირუსის დამარცხებაში დაეხმარებოდა.

კომენტარები