კორონავირუსი საქართველოში

კახაძე: ოპოზიციამ აქციებით ყველაფერი გააკეთა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმებულიყო

გულსატკენია, ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ ვიღაცამ მოისურვა ამ სიტუაციის დამძიმება ხელოვნურად და პირდაპირ დასვა ამ არჩევნების ჩარჩოზე. გული მტკივა, მაგრამ ოპოზიციურმა ფრთამ დემონსტრაციებით და აქციებით ყველაფერი გააკეთა, რომ სიტუაცია დამძიმებულიყო, რამეთუ მათ იცოდნენ რეკომენდაციების დონეზე, რომ თავყრილობები არასასურველია, რომ შესანიშნავი გარემოა იმისთვის, რომ ამ დაავადებამ თავისი ფრთები გაშალოს...

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ, ინტერპრესნიუსის ცნობით. აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაწყებულ აქციებზე ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებდნენ, პირბადეები გაეკეთებინათ. ასევე, ყველა გამომსვლელის შემდეგ მიკროფონს დეზინფექციას უტარებდნენ. გარდა ამისა, ეპიდემიოლოგები ჯერ კიდევ არჩევნებამდე პერიოდში პროგნოზირებდნენ, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში ყოველდღიურად 3-4 000 შემთხვევა იქნებოდა.

კომენტარები