კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე აქციებზე: ვინც იკრიბება და არ იცავს წესებს, ყველას მიუძღვის ბრალი

გაზაფხულზე კითხვები იყო ეკლესია, ეკლესია, ახლა აქცია, აქცია... ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინც იკრიბება, სადაც არ უნდა შეიკრიბოს, რომელიც არ იცავს ელემენტარულ წესებს, ანუ ნიღაბს და დისტანციას, ყველას მიუძღვის ბრალი.

რესტორანში რომ ქეიფები და 300-400 კაციანი ქორწილები იყო, მერე, ქუჩაში რომ იყვნენ... სადაც არ უნდა იყვნენ, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, მე ვამბობ ყველასთვის ერთნაირად და გასაგებად, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, მითუმეტეს, სადაც მერე წესს არ იცავს არავინ, ეს არის პრობლემა...

რუსთავი 2-მა პაატა იმნაძეს ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადების შეფასება სთხოვა. ცქიტიშვილმა თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა ოპოზიციის უპასუხისმგებლო აქციებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ არჩევნების შემდეგ გამართულ აქციებზე ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებდნენ, პირბადეები გაეკეთებინათ. ასევე, ყველა გამომსვლელის შემდეგ მიკროფონს დეზინფექციას უტარებდნენ. გარდა ამისა, ეპიდემიოლოგები ჯერ კიდევ არჩევნებამდე პერიოდში პროგნოზირებდნენ, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში ყოველდღიურად 3-4 000 შემთხვევა იქნებოდა.

კომენტარები