თბილისის მერია

კალაძე: ოპონენტები ყოველი წლის ბოლოს ცდილობენ, ბიუჯეტის წარდგენა წარმოაჩინონ, რომ დავიღუპეთ

რატომღაც, ყოველი წლის ბოლოს, მიზანმიმართულად ხდება ოპონენტებისგან მცდელობა, რომ ახალი ბიუჯეტის წარდგენა საკრებულოში წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს, დავიღუპეთ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მცირდება და ა.შ. ამაზე გაკეთდა განმარტებები, თუმცა მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნა, რომ ეს თანხა - 840 მილიონი ლარი, რომელიც გაიგზავნა, არის პირველადი ბიუჯეტი. ჩვენ, ყოველ წელს, ცენტრალური ხელისუფლებისგან გვაქვს მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ მხოლოდ მუნიციპალიტეტის შემოსავლებით ვერ შევძლებთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს ვუპასუხოთ, რაც გვაქვს. ამისთვის გვჭირდება ხოლმე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი ბიუჯეტი, პირველადთან შედარებით, იქნება განსხვავებული, უფრო მეტი და შეგვეძლება მეტი პროექტის განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და სხვა საჭიროებებს. 

მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენ გვექნება ზუსტი ოდენობა, თუ რამდენი იქნება 2021 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკრებულოში წარდგენილ პირველად ბიუჯეტთან შედარებით, ციფრი იყოს განსხვავებული. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება და ქალაქისთვის ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა...

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები