კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: II ტური რომ არ ყოფილიყო, შეიძლება შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში დაგვეწესებინა

რომ არ ყოფილიყო ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა და უნდა ყოფილიყო, რომ შეზღუდვები დაგვეწესებინა უფრო ადრე.

მაგრამ, იმის გამო, რომ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური პროცესი და ეს ხდება ოთხ წელიწადში ერთხელ - ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, ქვეყანა წავიდა ამ გზით, რომ აქაც დანის პირზე ეარა, ერთის მხრივ პოლიტიკური პროცესი არ შეგვეჩერებინა, რადგან საკითხი ეხებოდა ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებს და მეორეს მხრივ, ინფექციის მართვას.

ამიტომ, რა თქმა უნდა, კი ბატონო, უკეთესი იქნებოდა, იგივე მეორე ტური რომ არ ყოფილიყო, ეს შეზღუდვები შეიძლება დაწესებულიყო ნოემბრის დასაწყისში და ალბათ, ეფექტს მეტს მივიღებდით, მაგრამ ახლა აუცილებლად დასაწესებელია...

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები