კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ვუძლებთ ყველანაირად, მდგომარეობას გარკვეული პრობლემებით, მაგრამ მაინც ვმართავთ

მე ვაღიარებ, რომ ჩვენ და სისტემას გვაქვს გარკვეული ნაკლოვანებები, გარკვეული ხარვეზი. როცა მე მეკითხებიან, სისტემა მომზადებულია თუ არა, ვამბობ, რომ უკეთ არის მომზადებული, ვიდრე ყოფილა, მაშინ, როცა მე ჯანდაცვის სისტემაში ვმუშაობდი ან მერე, გახსოვთ, დიდი კონფლიქტები 2008 წლის და ა.შ. ბევრად უკეთ არის, მაგრამ არ არის იდეალურად.

მე რთულად წარმომედგინა, რომ ამ დაწოლას, რაც დღეს ჯანდაცვის სისტემას აქვს, ყოველდღიურად 4 000 ახალ ინფიცირებულს ქვეყანა გაუძლებდა. ვუძლებთ ყველანაირად და გარკვეული პრობლემებით, მაგრამ მაინც ვმართავთ. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ფორმულას ეთერში. დღეს, 26 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 801 ახალი შემთხვევა.

კომენტარები