კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ჩვენთან საველე ჰოსპიტლის ანალოგი არის Covid-სასტუმრო

საველე ჰოსპიტლის ანალოგი ჩვენს სინამდვილეში გახლავთ კოვიდ სასტუმრო. კოვიდ სასტუმროებში სამედიცინო მართვის ელემენტების შეტანა ჩვენ დავიწყეთ აჭარიდან, რადგან იქ ყველაზე ადრე და მწვავედ დადგა ამის აუცილებლობა და ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ.

აქ მორიგეობენ გუნდები, ჰოსპიტალისტები, ექიმები, ექთანები, უმცროსი ექიმები. სტუდენტები დაგვემატნენ, სტუდენტების მობილიზაცია ბოლო პერიოდში იყო ძალიან აქტიური და ესეც, რა თქმა უნდა, სერიოზული დახმარებაა, როგორც საავადმყოფოებში, ისე სასტუმროებში.

ამდენად, ჩვენს შემთხვევაში, ის, რაც შეიძლება გაკეთდეს საველე ჰოსპიტალში და საველე ჰოსპიტლის ლოჯისტიკა, გამართვა, მისი ფუნქციონირების პროცესში კომფორტული გარემოს შექმნა პაციენტისთვის არის ძალიან რთული, ამდენად, ჩვენ გამოვიყენეთ სასტუმროს ინფრასტრუქტურა.

რა თქმა უნდა, ინტენსიური თერაპია და მწვავე სარეანიმაციო ღონისძიებებები ვერ მოხდება სტანდარტული ჰოსპიტლის გარეთ. ამისთვის არის ჰოსპიტლები.

კოვიდ სასტუმროებში დაემატა ჟანგბადის კონცენტრატორები, ეს არის პორტატიული ჟანგბადის აპარატი, რომელიც გამოიყენება საავადმყოფოს გარე პირობებში. თუ პაციენტი რაღაც მომენტში საჭიროებს ჟანგბადით დახმარებას, ამის შესაძლებლობა მარტივად არის და, ასევე, შეიძლება, ტრანსპორტირებამდე სტაბილიზაციის შესაძლებლობისთვისაც გამოვიყენოთ...

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

კომენტარები