არჩევნები 2020

ჯაფარიძე: პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ დაფინანსების აღება მოსულა ბოიკოტისას – ნონსენსია

პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ „საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა ბოიკოტის რეჟიმში“ – არის ნონსენსი

მაშინ დავაკონკრეტოთ, რას ვგულისხმობთ ბოიკოტში

პარლამენტარის ხელფასი რესურსი არ არის?

პარლამენტარის თანაშემწის ხელფასი რესურსი არ არის?

საპარლამენტო დელეგაციებში ადგილები, მივლინებები და საერთაშორისო კონტაქტების გაჩენა/გამყარება?

სადეპუტატო იმუნიტეტი?

პარლამენტარების ოთახები?

მაშინ ვთქვათ, რომ ბოიკოტი გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილოებაზე უარის თქმას.

ანუ, საკომიტეტო სხდომებსა და სესიებზე არ დასწრებას.

ხოლო ყველაფერი დანარჩენი მოსულა, რადგან პარტიას რესურსები სჭირდება, ბიძინაა დასამარცხებელი.

პ. ს. ეს ისე, სიცხადისთვის. გირჩი მაინც არ იზამს არცერთს, თუ ბოიკოტი ძალაში დარჩა.

წერს გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე Facebook გვერდზე. არსებული ინფორმაციით, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მოთხოვნით განცხადება ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით საპარლამენტო მანდატების მქონე 14 პოლიტიკური სუბიექტიდან ცხრამ შეიტანა. დაფინანსება არ მოუთხოვიათ გირჩს, ლეიბორისტულ პარტიას, ლელოს, მოქალაქეებსა და პატრიოტთა ალიანსს.

კომენტარები