კორონავირუსი საქართველოში

კალაძე: საზ.ტრანსპორტის შეჩერების გამო ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი უქმდება

ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო და ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ უფრო მეტი მოტივაცია გავუჩინოთ ადამიანებს, იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ტრანსპორტი ჩერდება, ზონალურ საათობრივ პარკირებაზე გადასახადი უქმდება ამ დროის განმავლობაში.

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე. 28 ოქტომბრიდან ქვეყანაში ამოქმედდება ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვით დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი.

კომენტარები