ანა დოლიძე

დოლიძე: აიღონ საბიუჯეტო დაფინანსება პარტიებმა და გააკეთონ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი

მედიაში ვრცელდება განცხადება, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია არ იღებს
საბიუჯეტო დაფინანსებას. ეს მათი უფლება და გადაწყვეტილებაა. თუმცა, ამავე
დროს, მატულობს იმ ხალხის რიცხვი, ვისაც ელემენტარული სარჩო არ აქვს.
ყოველდღე ათობით ასეთი მოქალაქე მწერს. მაქვს შემოთავაზება: აიღონ ეს
დაფინანსება ამ პარტიებმა (ლელო, პატრიოტები, გირჩი, მოქალაქეები) და
გააკეთონ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი. სულ საკვებში და
ელემენტარულ რაღაცებში რომ დახარჯონ ეს მილიონები, ძალიან ბევრ ხალხს
გადაარჩენენ. ამით კობახიძე ვერც დააკომპლექსებს ვერავის და კარგ საქმესაც გააკეთებთ. 

წერს მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე Facebook-ზე.

კომენტარები