კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე ეპიდვითარებაზე: შეცდომა ვისია და რა, მოდი შემდეგ გავარჩიოთ

შეცდომა ვისია და რა, მოდი შემდეგ გავარჩიოთ. ახლა არ არის იმ წარსულზე ლაპარაკის დრო. ახლა სხვა დროა, სხვა. ჩვენ სერიოზულ ბრძოლაში ვართ. ახლა რომ ვიღაცებზე თითის გაშვერა დავიწყოთ, ეს არ არის სწორი. ახლა სწორია, როცა უკვე ცეცხლი ანთია, ერთად ჩავაქროთ ყველამ.

ამიტომ, ახლა ვინ, როდის, რანაირად მოიქცა და ასე შემდეგ, ამას თავი დავანებოთ.

მთელი აგვისტო, იცით, რა ხდებოდა ზღვისპირეთში. გვქონდა საკმაოდ სერიოზული ეპიდაფეთქება, მაგრამ 2 კვირაში ჩავაქრეთ ის სვანეთში. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ გაიხსნა ტურიზმი, მაგრამ უნდა დაგვეცვა ის რეკომენდაციები, რომლებსაც არავინ არ იცავდა და შემდეგ, რა თქმა უნდა, ორთვიანი პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში. 

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რ2-ის ეთერში.

კომენტარები