დავითგარეჯის საქმე

ხოშტარია: კარტოგრაფების მძევლად ყოფნის მიზეზი ივანიშვილის პოლიტიკური რეპრესიებია

კარტოგრაფები არა პოლიტიკური, არამედ სინდისის პატიმრები არიან. არ არსებობს არცერთი ფაქტი, რის გამოც ამ ადამიანებს არათუ დაკავება, არამედ მადლობა ეკუთვნით ჩვენი სახელმწიფოსგან. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი არიან მძევლებად, ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო, პოლიტიკური, ბინძური თამაშები და ახლა პოლიტიკური რეპრესიები...

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომა მიმდინარეობს. პარალელურად, სასამართლოს შენობასთან იმართება სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მხარდამჭერი აქციაც.

კომენტარები