კორონავირუსი საქართველოში

კალაძე: წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება – მიზიდულობის ცენტრს ქმნის

შეზღუდვები, რომლებიც არის დაწესებული და, ზოგადად, იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება. იმიტომ, რომ ეს ფაქტობრივად ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ძალიან დიდი საფრთხე იყო იმისი, რომ ბევრი ადამიანი მივიდოდა ბავშვებით, ბებიებით, ბაბუებით. რა თქმა უნდა, გაჭირდებოდა კონტროლი და უხერხული იქნებოდა, მოსული ადამიანისთვის გეთქვა, რომ აი, თქვენ არ შეხვიდეთ, იმიტომ, რომ ბევრი ხალხია. 

თუმცა, ასევე მინდა, ერთი რაღაც ვთქვა, რომ ჩვენ, დაახლოებით, 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფლის გაკეთება. ეს თანხები, რაც უნდა დახარჯულიყო საახალწლო სოფლის მოწყობაში, მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და დავეხმარებით იმ ოჯახებს, ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ეს იქნება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა წინასაახალწლო დღეებში და ამისთვის პლატფორმა შექმნილი გვაქვს...

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები