თქვენ თქვით 1, 3, თუ გინდათ 10, თუ გინდათ 30, მე გეუბნებით და სადაც გინდათ იქ დაგიმტკიცებთ, რომ ყოველ ერთ ასეთზე საქართველოში, მოდის 5 და 10 ასეთი შეცდომა, თუ ეს შეცდომა იყო ან ვთქვათ, ობიექტური სიძნელით გამოწვეული ტრაგედია, ევროპის ყველა განვითარებულ და ამერიკის ქვეყნებში.
თვითონ პროცესი კოვიდის პანდემიის, იმდენ სიძნელეს შეიცავს, რომ მასთან გამკლავება ასეთი ტრაგიკული შემთხვევების გარეშე და ზოგჯერ ალბათ შეცდომების გარეშე, ექიმებიც ადამიანები არიან, შეუძლებელია. მე გეტყვით თქვენ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილების რაოდენობას, 15-16 ადამიანია საქართველოში და ათასობითაა ევროპასა და ამერიკაში, როგორ მივიღო კრიტიკა?