კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ინფიცირებულთა რაოდენობის მატება ტესტირების გაფართოებამ განაპირობა

დიახ, ნამდვილად განაპირობა [ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდა მეტი ტესტის ჩატარებამ]. უფრო მეტი ადამიანი ვლინდება. ჩვენ თუ ყოველდღიურად ანტიგენის ტესტით ვავლენდით, დაახლოებით, 700-დან 800-მდე დადებით შემთხვევას, დღევანდელი დილის მონაცემებით, ეს რაოდენობა არის 1 442 - მხოლოდ ანტიგენით და 3 600 PCR ტესტით გამოვლენილი, ანუ დიახ, [რაოდენობის მატება] დაკავშირებულია ტესტირების გაფართოებასთან და კიდევ მეტი გვექნება მომავალ დღეებში, რომ გაფართოვდება.

ამას ადრეც ვამბობდით, მაგრამ ამასთანავე, ამ ტესტირებით ვლინდებიან უფრო ადრეულ ეტაპზე და შედარებით უფრო მსუბუქი ან უსიმპტომო ადამიანები, რომელთა სწრაფი იზოლირებაც უკეთეს შედეგს მოგვცემს...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულ მაჩვენებელზე ამბობს, რომ 3 დეკემბერს ქვეყანაში ყველაზე მეტი ტესტი (17 463) ჩატარდა, აქედან 10 804 PCR ტექნოლოგიის, ხოლო 6 659 - ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი. საქართველოში 4 დეკემბერს ინფიცირების 5 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები