კორონავირუსი საქართველოში

მდინარაძე: ჯანდაცვის სისტემაზე და მინისტრზე თავდასხმა მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა

ექიმებზე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე და ამ სისტემის ხელმძღვანელზე, ჯანდაცვის მინისტრზე მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევა, მითუმეტეს, რომ ეს რიგ შემთხვევაში გამოგონებული ისტორიების დაბრალების გზით ხდება, ჯანდაცვის მინისტრის და მთლიანად სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა არა უბრალოდ არასწორია, არამედ გამოდის, რომ მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა. სამწუხაროდ, ჩვენ არაერთი ფაქტი ვიხილეთ, როდესაც, ის ადამიანები, ვინც დღეს ჯანდაცვის სისტემის წინააღმდეგ იბრძვიან, როგორ აწყობდნენ თავყრილობებს ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე. გახსოვთ, რომ ამასთან დაკავშირებით არაერთი გაფრთხილებები და მოწოდებებიც იყო, როგორც სპეციალისტების, ასევე ჩვენი მხრიდანაც...

თქვა ქართული ოცნების სპიკერმა და პროპორციული სიის მე-5 ნომერმა მამუკა მდინარაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები