ეს ამბავი არ უკავშირდება პარლამენტში შესვლა-არშესვლის ამბავს.
მე და ვახოს აზრად არასოდეს მოგვსვლია ჯაფარას გარეშე პარლამენტში შესვლა, დარწმუნებული ვარ პირიქითაც - არც ჯაფარას ჩვენ გარეშე.
არაა აქ ძაღლის თავი დამარხული. ოპოზიცია თუ შედის, შევალთ ყველა, თუ არ შედის, არ შევალთ არც ერთი.
არც ჩემს სკანდალს არ უკავშირდება, დილით გაბრაზებულზე ცუდი კომენტარი დავწერე, რის გამოც ბოდიშს ვიხდი მთელი დღეა, მაგრამ პორნოს ყურებაზეც და პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე თანამოაზრეები ვიყავით და ვართ.
პრობლემა ისაა, რომ ამის მეტს ვერაფერს ვამბობ, მაგრამ სიტუაციას იმას ნუ დავაბრალებთ, რაც არაა შუაში.