არჩევნები 2020

მეტრეველი: ოპოზიცია ჩიხშია, დასავლეთი ოცნებას არჩევნებს "უპრავებს"

ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა და ახლა ეძებენ გამოსავალს. რატომ შეიყვანა საკუთარი თავი ჩიხში, ამაზე ბევრი ვერსია შეიძლება არსებობდეს და ვისაუბროთ. გია ნოდიას სტატია შემხვდა ამას წინათ, სადაც წერდა, რომ ოპოზიციას ერთადერთი, რაც შეუძლია, ჰეროიკულად თავი დაიწვასო. ეს არის შედეგი, რაც შეიძლება ოპოზიციამ მიიღოსო და ამაში ვეთანხმები გია ნოდიას. ერთადერთი შედეგი, რაც შეიძლება ოპოზიციამ მიიღოს, ეს არის ჰეროიკული თვითდაწვა. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცი, რაზე ფიქრობდნენ ისინი, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ, რის იმედი ჰქონდათ, რომ რა მიზეზით შეიძლებოდა ოცნებას უკან დაეხია, როცა ქუჩაში არ დგას ხალხი, როცა დასავლეთი ამ არჩევნებს "უპრავებს" ოცნებას, ასეთ დროს რისი იმედი გაქვს, რომ ხელისუფლებას უკან დაახევინებენ, ჩემთვის არის წარმოუდგენელი ამბავი... 

ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა ამის შესახებ ფორმულას ეთერში ისაუბრა.

კომენტარები