შალვა ნათელაშვილი

სად არის ჟვანიას საქმე? ხომ იძახდნენ, გამოძიებულიაო?! იცით, რომ დახურეს? თუ წინა ხელისუფლების ვერსიები სწორი იყო, მაშინ რატომ ააწყვეს საარჩევნო კამპანია ჟვანიას მკვლელობაზე?! მისი ძმა დეპუტატი გახადეს და ლამის მთელი ოჯახი წმინდანებად გამოაცხადეს. ან სად არის ის საქმე, ქვევრში რომ ბავშვი დაახრჩვეს და ისტერიულად გაჰყვიროდა ბერიკაშვილის ქალი? სად არის თვითონ, კულტურის სამინისტროში რომ მოჯდა თბილად და ავსტრალიიდან აღარ ჩამოდის?! ნაციონალურმა მოძრაობამ მოკლაო, ხომ ამტკიცებდნენ?! მე უკვე ისიც მჯერა, ეს ციხის კადრები შენახული ჰქონდათ და არჩევნების წინ გამოაჩინეს სპეციალურად. დროზე რომ გამოეჩინათ, ბევრი გაუპატიურებას გადარჩებოდა!

კომენტარები