თინა ხიდაშელი

მე იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ქრისტე სიყვარულს გვასწავლის, მე იმის თქმა მინდა, რომ მღვდელი ჯვრით ხელში ძალადობისკენ არ უნდა მოუწოდებდეს, არ უნდა ცემდეს და საცემრად არ უნდა მისდევდეს, მე იმის თქმა მინდა, რომ ეკლესიისაგან სიმშვიდის და სიყვარულის ქადაგებას ველოდები, კიდევ მოვყვე რისი თქმა მინდა... კიდევ იმის თქმა მინდა, რომ "მე არ მომწონს ცისფერები. მაგრამ" ამ წუთას მშიშარა პოზიციაა, არავინ არავის სთხოვს მოსწონდეს და გვერდში დაუდგეს. კიდევ იმის თქმა მინდა, რომ 20-საუკუნოვანი მართლმადიდებლობის დასაცავად ჭინჭრებით შეიარაღებული იმავე მართლმადიდებელი ეკლესიისაგან განკვეთილი მღვდლის გვერდში რომ დგახარ ალესილით მახვილით, ცინიზმი და ფარისევლობაა

კომენტარები