ზურაბ ჭიაბერაშვილი

გუშინ ვიხილეთ შეძახილები იმ ჯგუფის, რომელიც გამოხატავს ნანა კაკაბაძის, მელორ ვაჩნაძის და გაზეთ ასავალ-დასავალის იდეოლოგიას. იგივე ჯგუფი დომინირებდა 17 მაისსაც. ჯერჯერობით ხელისუფლება ამას უყურებს როგორც პატარა ურჩხულს, რომელიც მისთვის სასურველ მომენტში შეიძლება გამოიყენოს, მაგალითად, თუკი ვანო მერაბიშვილი და მე ვართ მიყვანილი სასამართლოზე. მაგრამ ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს ერთი რამ, რომ პატარა ურჩხულები პატარებად არ რჩებიან. სპორტის სასახლეში შეკრება იმას ემსახურებოდა, რომ ამ ჯგუფმა აჩვენოს თავისი ძალა ხელისუფლებას და სერიოზული პრეტენზია განაცხადოს, რომ ის ერთ-ერთი წამყვანი ინტერესჯგუფია საზოგადოებაში. ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდება თავად ხელისუფლებას, რომელიც თვითონ შეიძლება გახდეს ასეთი გაზრდილი ურჩხულების მსხვერპლი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "დიალოგი დავით პაიჭაძესთან" საუბრისას

კომენტარები