ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო

გთხოვთ, ნუ გვიწოდებთ ყველას ფულზე გაყიდულებს! მე და ჩემმა მეგობრებმა, აქ რომ მოვდიოდით, ვიცოდით, რომ ომი დაგვხვდებოდა - ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი იქნებოდა ჩასაფრებული, მაგრამ მაინც წამოვედით. მე მწამს, რომ აქ ჩემს სამშობლოს ვემსახურები... დიახ, ყველა მსგავს ტრაგედიაზე დანაშაულის გრძნობა მაქვს ჩემი მეგობრების მიმართ, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მათ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებ! ჩვენ ოკუპანტები არ ვართ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველოში არ იყვნენ რუსი ოკუპანტები

24 წლის ჯარისკაცთან ინტერვიუს, რომელიც წელიწადზე მეტია, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ლეზერნიკის ბაზაზე მსახურობს, კვირის პალიტრა საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები