ალექსანდრე კვიტაშვილი

ჩემ წინააღმდეგ რომ იყოს ეს კანონი მიმართული, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. არა მგონია, ეს ასე იყოს. თუმცა პრობლემა არის ამ კანონპროექტის არსთან და ფორმასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტის საქმიანობაში ხდება საბჭოს უგულებელყოფა იმიტომ, რომ, როგორც წესი, უნივერსიტეტის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს აკადემიური საბჭო და ეს აქამდე ყველა ხელისუფლების პირობებში ასე იყო. ამ უფლების ჩამორთმევა, მე ვფიქრობ, არის მართლაც უპრეცედენტო ჩარევა უნივერსიტეტების საქმიანობაში, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია

ნეტგაზეთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კომენტარს ავრცელებს უმაღლესი განათლების კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

კომენტარები