ევროპარლამენტი

დავით უსუფაშვილი "ევროპელი კანდელაკების" შესახებ

როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე პიროვნება ევროპის სახალხო პარტიიდან აგრძელებს თავის ქმედებებს ისე, როგორც დღემდე მუშაობდნენ. ქართველი მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, რაზეა საუბარი, ევროპელი კანდელაკები - ასე შემიძლია მათი დახასიათება, ანუ მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის ისეთივე ერთგული მხარდამჭერები, როგორც საქართველოშია, მაგალითად, ბატონი გიორგი კანდელაკი. მაგრამ ჩვენ უნდა შევეგუოთ - პოლიტიკა და პოლიტიკური განწყობები არის არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც. საერთაშორისო დონეზე დღეს სხვა რამეს ველოდოთ ადამიანებისგან, რომლებმაც წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი წარმოაჩინეს, როგორც დემოკრატიის შუქურა, ცოტა წარმოუდგენელია

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს იმ ევროპარლამენტარებზე, რომელთაც მას ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვები დაუსვეს.

კომენტარები