17 მაისის დასკვნა

ეკა ბესელია

როცა ვამბობ, რომ შეფასება არ სცდება პატრიარქის განცხადებას, იგულისხმება დასკვნის პროექტის ის ნაწილი, სადაც ასახულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, აი ეს ნაწილი იგულისხმება და არა მთლიანად დასკვნის ტექსტი. ბუნებრივია, მთლიანი ტექსტი ვერ იქნება ასეთი, რადგან ჩვენ იქ ვსაუბრობთ კონვენციაზე, საერთაშორისო აქტებზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, სხვადასხვა გარემოებებზე, რომლებიც შეიძლება იყოს შემზღუდავი ფაქტორი და ა.შ. ჩვენი დასკვნა ვერ იქნება პატრიარქის განცხადების იდენტური. დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც საპატრიარქოს პოზიციაა ასახული, მხოლოდ ამაზე ვთქვი, რომ არ გასცდება პატრიარქის შეფასებას, რათა არ დამახინჯდეს ეკლესიის პოზიცია და ის სწორად იყოს წარმოდგენილი

ეკა ბესელია 17 მაისის მოვლენებზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნასთან დაკავშირებით ნეტგაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები