რელიგიური უმცირესობები

მკალავიშვილი იეჰოვას მოწმეების კონგრესის შესახებ

მთავრობაშიც სულ იაღოველები გვყავს და... სანამ მთავრობაში იქნებიან ეს იაღოველები, არაფერი არ გამოვა. ძველშიც და ახალ მთავრობაშიც ეგენი არიან, მაგათ მართლმადიდებლობას ყველაფერი ურჩევნიათ. მამათმავლობაც და იაღოველობაც... ეს მაგათი ყრილობა იმას ემსახურება, რომ გადაიბირონ მართლმადიდებლები, უამრავი თანხა მოსდით საზღვარგარეთიდან, ხომ უნდა აითვისონ? საპატრიარქომ დაარბიოს, მე მთელი წლები ჩემს მრევლთან ერთად ვებრძოდი მაგათ და დავიღალე, ახლა საპატრიარქომ მიხედოს

ბასილ მკალავიშვილი პირველ რადიოსთან საუბრობს.

კომენტარები