ივანიშვილი ინაცვლებს ბევრად უფრო რთულ და საპასუხისმგებლო სფეროში

პატივი უნდა ვცეთ მის ხედვას, ბიძინა ივანიშვილი არსად არ მიდის, ის ინაცვლებს ბევრად უფრო რთულ და საპასუხისმგებლო სფეროში, ვიდრე არის სახელმწიფო მმართველობა. ბიძინა ივანიშვილი ინაცვლებს ქართულ საზოგადოებაში, რომელიც არის ფუნდამენტი და საფუძველი ქართული დემოკრატიის. მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტები არ არის დემოკრატიის ფუნდამენტი. ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით. როდის მოხდება ეს, ვფიქრობ, ამ ნაწილშიც უნდა ვენდოთ ადამიანს, რომელმაც შეძლო ამდენი და რაც დაგეგმა, ყველაფერი განახორციელა

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი ჟურნალისტებთან პრემიერმინისტრის შესახებ საუბრობს.

კომენტარები