მანანა კობახიძე ნაციონალებს პოლიტიკიდან წასვლას ურჩევს

თუ თქვენ რაიმე პასუხისმგებლობას გრძნობთ, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. სააკაშვილი ამბობს, რომ ამას ორი ადამიანი აკეთებდა, მერაბიშვილი Facebook-ით ბოდიშებს გვიხდის. თუმცა, ორივემ და თქვენ ყველამ კარგად იცოდით, რომ ხდებოდა სისტემური დანაშაული. მხოლოდ გირგვლიანის საქმეა საკმარისი იმისთვის, რომ გაგეაზრებინათ რა სისტემას აშენებდით. რატომ არ დასვით ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი? თქვენ განაჩენი გამოგიტანათ ევროპის სასამართლომ. სად არის ღვინიაშვილი? როლანდ ახალაია? დავით საყვარელიძე? მოქალაქეთა კავშირს უფრო დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჰქონია, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას. მათ დაიხურეს ქუდი და წავიდნენ, თქვენ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატს ასახელებთ, საპრეზიდენტო კამპანიის ჩატარებას აპირებთ და მოუყევით ხალხს როგორ აწამებდით ადამიანებს, ხოლო მერაბიშვილს ტელევიზორი შეუტანეთ და ეს ყველაფერი აყურებინეთ

პარლამენტის ვიცესპიკერმა ადამიანების წამების ამსახველი ვიდეომასალების საქმეზე განცხადება გააკეთა.

კომენტარები