მიხეილ სააკაშვილი 1000 ლარით დაჯარიმებულ სტუდენტებზე

ტელევიზორში მოვისმინე დღეს დილით, რომ ვიღაც სტუდენტები ითხოვდნენ უნივერსიტეტის ავტონომიის არშეზღუდვას და ტრანსპარანტების გაკვრისათვის დააჯილდოვეს, ბოდიშს ვიხდი  - დააჯარიმეს 1000 ლარით. ყველა სტუდენტმა უნდა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი. მე არ ვარ მომხრე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, მაგრამ თუ ჩვენი ბიუჯეტი ცდილობს თავისი სერიოზული პრობლემების გადაწყვეტას სტუდენტებზე დაკისრებული უპრეცედენტო ჯარიმებით (1000 ლარი არ ვიცი რომელმა სტუდენტმა უნდა გადაიხადოს), ეს მე მგონი სწორი მეთოდი არ არის. უფრო სწორია იმ პრობლემას მივხედოთ, რაზეც ეს სტუდენტები ნერვიულობენ, რომ არ იყოს უნივერსიტეტების ავტონომია შელახული

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე.

კომენტარები