თინა ხიდაშელი ბედუკაძის შესახებ:

ბევრი მოვისმინე, ბევრი წავიკითხე და ჩემი აზრით მთავარზე არავინ ლაპარაკობს. ძალიან ბევრი ითქვა იმაზე, რომ არ ყოფილიყო ბედუკაძე და კადრები, ვერ გადარჩებოდნენ ათასებიო და სიმართლეს ვერ გავიგებდითო, და მე მაპატიეთ, მაგრამ, რომ არ ყოფილიყვნენ კოლექტიური ბედუკაძეები, ხომ არ იქნებოდა კადრები, არ იქნებოდა წამება, არ იქნებოდნენ ტრავმირებული ათასები და არც ეს დისკუსია იქნებოდა. იქნებ ამაზეც ეფიქრათ იმათ, ვინც დღეს ასე იცავს ამ ფენომენს

კომენტარები