ონიშენკო: აშშ-ს ლაბორატორია ქართული ღვინით რუსების ზომბირებას ახდენს

ახლოსაა დღე, როდესაც რუსეთში საქართველოდან მილიონობით ლიტრი ღვინის პროდუქცია შემოვა. თუმცა, საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის საზღვაო ძალების ლაბორატორიის არსებობა, ამ პროცესის მკვეთრი შემაფერხებელი იქნება. საქართველოდან რუსეთში ღვინის, ხილ-ბოსტნეულის და სხვა პროდუქტების შეტანის გაზრდასთან ერთად, საგანგაშო გახდება საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან უკონტროლო და ძლიერი ლაბორატორიის არსებობა, რადგან სწორედ საკვები პროდუქციაა ადამიანის ორგანიზმში მავნე ნივთიერებების მოხვედრის ყველაზე ეფექტური გზა. რუსეთი ამაში ხედავს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის შესახებ კონვენციის (BTWC) პირდაპირ დარღვევას, რასაც ძლიერი შემტევი პოტენციალი აქვს

რუსეთში პროდუქციის იმპორტის მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელის კომენტარს Аргументы.ру ავრცელებს.

კომენტარები