17 მაისის მოვლენები

ანთიმოზ ბიჩინაშვილი: მალე მოგვთხოვენ, რომ დავიცვათ ურჩხულის უფლებები

თავისუფლების მოედანზე არის ასეთი ძეგლი - წმინდა გიორგი და ურჩხული, და მალე უცხოელი უფლებადამცველები და ჩვენი უფლებადამცველები, რომელთაც ისინი აფინანსებენ, იტყვიან, რომ წმინდა გიორგი აგრესიულია და მოძალადე და მოგვთხოვენ, რომ დავიცვათ ურჩხულის უფლებები. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. მე დავსვი შეკითხვა, რომ ჩემი უფლებები დაირღვა თუ არა, არავის, არც საიას, არც მაიას, არც თინიკოს და არც ნატოს, არავის ხმა არ ამოუღია. ახლა მეორე შეკითხვას დავსვამ: სიმბოლურად რას ნიშნავს ურჩხული თავისუფლების მოედანზე? ყველას ვეკითხები ამას, რისი სიმბოლოა ურჩხული?

სამების არქიმანდრიტი ჟურნალისტებთან საუბრობს.

კომენტარები