საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ბაქრაძე: მარგველაშვილს აღვიქვამ, როგორც სახელს და გვარს - ბიძინა ივანიშვილი

მარგველაშვილს, რა თქმა უნდა, აღვიქვამ, როგორც სახელსა და გვარს. ოღონდ უფრო მეტად სახელსა და გვარს, რომელიც ჟღერს, როგორც ბიძინა ივანიშვილი. რადგან მარგველაშვილი დასახელებულია იმ ძალის მიერ, რომელსაც დღეს აქვს მაღალი მხარდაჭერა. ის დასახელებულია იმ ადამიანის მიერ, პრემიერს ვგულისხმობ, რომელსაც აქვს მაღალი ნდობა და ბუნებრივია, ვინც არ უნდა ყოფილიყო ქართული ოცნების კანდიდატი, იქნებოდა ძალიან სერიოზული კონკურენტი

დავით ბაქრაძე პასუხობს გაზეთ პრაიმტაიმის შეკითხვას, წინა არჩევნებზე გაჟღერებული მესიჯის მსგავსად ისევ სიღარიბე, უმუშევრობა და პენსიები არის ნაციონალური მოძრაობის კონკურენტი თუ კონკრეტულად გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები