ბურჯანაძე: გაგვახსენდება კარგად დავიწყებული სიტყვა - ბიუჯეტის სეკვესტრი

საგადასახადო შემოსავლები ყველა ტიპის გადასახადზე შემცირებულია და, რეალურად, ვითარება ძალიან მძიმეა. ინვესტიციები, პრაქტიკულად, არ ხორციელდება ქვეყანაში. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება წლის ბოლოს ჩვენ გაგვახსენდეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს კარგად დავიწყებული სიტყვა, ბიუჯეტის სეკვესტრი. ამ დინამიკით თუ გაგრძელდა საბიუჯეტო პროცესი და ეკონომიკის ზრდა ქვეყანაში, როგორც ეს იყო პირველი 6 თვის განმავლობაში, თუ არ მოხდა სრულიად გაუთვალისწინებელი ხარჯის ბიუჯეტში შემოდინება, ან, დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილმა ჯიბიდან თუ არ ამოიღო ფული და არ ჩადო ბიუჯეტში, რაც წარმოუდგენელია, არც სწორია და შეუძლებელიც არის, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ბიუჯეტის სეკვესტრის წინაშე დავდგეთ

პრეზიდენტობის კანდიდატმა და "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა მეცხრე არხზე, ეკა ბერიძის გადაცემაში, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

კომენტარები