ნოდარ ხადური: საქსტატის მონაცემი არასწორია და ხელოვნურად არის შემცირებული

პირველი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის წინასწარი მონაცემები. სტატისტიკის ეროვნული სამსახური მას მაქსიმუმ ორჯერ დააზუსტებს. ეს მონაცემი საერთოდ არ ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ მდგომარეობას, რაც, ვფიქრობთ, რომ არასწორია და ხელოვნურად არის შემცირებული. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის, რომ დღეს ვიმყოფებით ახალი ინვესტიციის პრეზენტაციაზე. ინვესტიციები ხორციელდება ძალიან ბევრი და ძალიან ხშირად, რაც იმის დასტურია, რომ ეკონომიკაში გრძელვადიანი აღმავლობის ხანა იწყება. ეკონომიკა არ არის შემცირებული, პირველი ექვსი თვის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ სოფლის მეურნეობის სექტორის გარეშე შეადგინა 2 პროცენტი

ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს არ ეთანხმება.

კომენტარები