ზურა ჯაფარიძე: დავითაშვილი დიდი ხანია ეძებს მიზეზს, უმრავლესობა დატოვოს

დავითაშვილი თვეების განმავლობაში კარგად აცნობიერებს, რომ ქართული ოცნების მიერ წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირებების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს უფრო ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც ეკონომიკა რეცესიის მდგომარეობაში აღმოჩნდა. შესაბამისად, დავითაშვილი დიდი ხანია, ეძებს მიზეზს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვოს. მას ერთხელ ამის მცდელობა ჰქონდა, როცა ჯანდაცვის მინისტრს სრულიად განწირული ჯანდაცვის პროგრამის გამო დაუპირისპირდა. ახლა, როგორც ჩანს, მან უფრო წონიანი საბაბი მოძებნა უმრავლესობიდან წასასვლელად. ამასთან, ზუსტად ამ ადამიანს ახასიათებს ხელისუფლებაში კოალიციით მოსვლა და შემდეგ კოალიციის დატოვება, ვიდრე ის რეიტინგს დაკარგავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ინტერპრესნიუსთან საუბარში კობა დავითაშვილის გადაწყვეტილებას აფასებს.

კომენტარები