ვახტანგ ხმალაძე: დავითაშვილის მოქმედება, ჩემი აზრით, არაეთიკურია

კანონი მას არ უკრძალავს, რომ ასე მოქცეულიყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო იმ საარჩევნო ბლოკის წევრი, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია და ამ ბლოკის პარტიული სიით გახდა პარლამენტის წევრი. მე ვფიქრობ, რომ მისი ასეთი მოქმედება, თუ ეს შეთანხმებული არ იყო კოალიციის წევრებთან და მე არაფერი გამიგია ამის თაობაზე, მაშინ, ჩემი აზრით, არაეთიკურია. იქამდე სანამ ასეთ განცხადებას გააკეთებდა თავისი ასეთი განზრახვის შესახებ, ვფიქრობ, რომ უნდა ეცნობებინა კოალიციის წევრებისთვის

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრი ინტერპრესნიუსთან საუბარში კობა დავითაშვილის მიერ კოალიციის დატოვებას აფასებს.

კომენტარები