შალვა შავგულიძე: "ტრაქტორების" საქმეში კითხვის ნიშნებია

შემიძლია მოვიყვანო ის ფაქტი, თუ როგორ აიცილა ერთ-ერთმა ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ ისეთი კვალიფიციური და გამოცდილი ადვოკატი, რომლის კომპეტენციაში ეჭვი არავის ეპარება. ეს ყველაფერი ძალიან წააგავდა ფოტორეპორტიორების საქმეს, სადაც ზუსტად ასეთივე ფორმით მოხდა ადვოკატის აცილება. როგორც კი ამ ფაქტის შესახებ გავიგე, ფოტორეპორტიორების საქმე გამახსენდა. ის სქემები, რომელზეც შემდეგ ამახვილებდნენ ყურადღებას, თითქოს ეს ყველაფერი იყო კირვალიძის კლასელის და ნათესავის ჩვენება, სინამდვილეში, არაფრის მთქმელია. ვხედავ მსგავსებას ფოტორეპორტიორების საქმესთან და ის კითხვის ნიშნები, რაც ე.წ. ტრაქტორების საქმეს ახლდა, როგორც ჩანს, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ბატონი ჰამარბერგისთვისაც. ის ძალიან გამოცდილი სპეციალისტია და თავისი კომპეტენციის შესაბამისი რეაგირება მოახდინა. მე ჩემი კომპეტენცია უფრო ვრცელი განცხადების გაკეთების საშუალებას არ მაძლევს, თუმცა გიდასტურებთ, რომ ამ საქმეში კითხვის ნიშნები არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურიანიუსთან ისაუბრა.

კომენტარები