გამყრელიძე: ბატონო გენადი, ჩამობრძანდით და ერთად დავათვალიეროთ ლაბორატორია

მე ახლოს ვიცნობ გენადი ონიშენკოს. ჩვენ ერთ პერიოდში ვიყავით ჯანდაცვის მინისტრები. ის რუსეთში და მე - საქართველოში. მე ბევრჯერ შევხვედრივარ მას. ის არის ძალიან მაღალ პოლიტიკურ იერარქიაზე მყოფი ადამიანი, ის ამავე დროს მეცნიერია და მე შევუთვალე, რომ ბატონო გენადი, ჩამობრძანდით საქართველოში, ვნახოთ და ერთად დავათვალიეროთ ეს ლაბორატორია, გავეცნოთ მუშაობას და ნახავთ, რომ აქ რაიმე საიდუმლო არ კეთდება. აქ კეთდება მეცნიერება. მეცნიერებას კი არ აქვს საზღვრები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ლუგარის ლაბორატორიაში ქართველ და რუს რეპორტიორებს უმასპინძლა.

კომენტარები