რელიგიური შეუწყნარებლობა

ზაქარეიშვილი: არ არის საჭირო მინარეთის თემას რელიგიური შეფერილობა მიეცეს

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მინარეთი ძალიან სწრაფად, სავარაუდოდ, 1 ღამეში მიაშენეს მეჩეთს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა 2 თვიანი ვადა მისცეს მშენებლებს დემონტაჟის განსახორციელებლად. ამდენად, არ არის საჭირო ამ საკითხისთვის რელიგიური შეფერილობის მიცემა. ჩნდება აზრი, რომ საპარლამენტო არჩევნების და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ხელოვნურად იქმნება გაუგებრობები ისლამსა და სახელმწიფოს შორის. ასეთი არაერთი ფაქტი გვაქვს. ოპოზიცია ბოროტად და პოლიტიკურ იარაღად იყენებს ისლამის თემას. ამიტომ მსურს ვთხოვო ყველას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე, თავი შევიკავოთ ყველა იმგვარი ქმედებისგან, რომელიც მცდარი ინტერპრეტირებისა და ხელოვნური დაძაბულობის შექმნის შესაძლებლობას გააჩენს

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ინტერპრესნიუსი ესაუბრა.

კომენტარები