პაატა ზაქარეიშვილი: ბატონი ბიძინა არ დაბადებულა პრემიერმინისტრად

საბოლოოდ, მისი ნებაა პოლიტიკიდან წავიდეს და არა საქართველოდან და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ის მხოლოდ პოლიტიკიდან მიდის და ეს არის მკაფიო. მიღებულია გადაწყვეტულება და მინდა ყველას შევახსენო, რომ ბატონი ბიძინა არ დაბადებულა პრემიერმინისტრად, ამაში ტრაგედია არ არის, არამედ პირიქით, სულ მალე ყველა ვნახავთ, რომ მისი ახალი ამპლუა უფრო ეფექტური იქნება და მნიშვნელოვნად მოემსახურება ქართული საზოგადოების და სახელმწიფო ინტერესებს, ვიდრე გარკვეულწილად შეზღუდული პრემიერის თანამდებობიდან

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი, პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, წერილს გამოეხმაურა.

კომენტარები