მარგველაშვილი: ეკლესიას ბუნებრივ პარტნიორად მოვიაზრებ

საქართველოს მთელი ისტორია ტოლერანტობის, განსხვავებულ კულტურათა მშვიდობიანი თანაარსებობის გაკვეთილებისაგან შედგება. რელიგიური შემწყნარებლობის საუკეთესო მაგალითები თავად ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიიდანაა. ამდენად, ეკლესიის როლი საზოგადოების გაერთიანების თანხმობისა და მშვიდობისმყოფელ პროექტებში ფასდაუდებელია. ასეთ პროექტებში მე მათ ბუნებრივ პარტნიორებად მოვიაზრებ.

სპორტის სასახლეში ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა პროგრამის წარდგენისას ეკლესია მომავალშიც ბუნებრივ პარტნიორად მოიაზრა.

კომენტარები