გიორგი მაისურაძე: ამბიონებიდან ხშირად სიძულვილი და შეუწყნარებლობა იქადაგება

სამწუხაროდ, ლიტერატურას ჯადოქრობა არ შეუძლია, არადა, ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში, სადაც, სამწუხაროდ, ისეთი კანონი არსებობს, რომელსაც მარიხუანას მოწევისათვის ადამიანის ციხეში გასტუმრება და გამომწყვდევა შეუძლია; სადაც პოლიტიკოსები ზოგჯერ ერთმანეთს წამქეზებლობაში ეჯიბრებიან; სადაც ამბიონებიდან ხშირად სიძულვილი და შეუწყნარებლობა იქადაგება; სადაც 17 მაისს ჩვენ არნახული სისასტიკის და ძალადობის აღლუმის მომსწრენი აღმოვჩნდით - ასეთ დროს ალბათ ლიტერატურას განსაკუთრებული ადგილი უნდა ეკავოს და განსაკუთრებული ფუნქცია უნდა ჰქონდეს

ლიტერატურულ პრემია ”საბაში” ნომინაცია წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტურ პროზაში გამარჯვების შემდეგ, გიორგი მაისურაძემ სამადლობელი სიტყვა თქვა.

კომენტარები