არჩილ კბილაშვილი: მეც გადავდივარ სამოქალაქო სექტორში

იმის გამო, რომ პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია, მთავარ პროკურორს ევალება პრემიერის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას მისდიოს. სწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილთან ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად მეც დავტოვო თანამდებობა, და მასთან ერთად, როგორც მისმა თანაგუნდელმა და თანამოაზრემ, საქმიანობა გავაგრძელო სამოქალაქო სექტორში. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს თანადგომა გავუწიო იმ ამოცანების შესრულებაში, რასაც იგი საზოგადო მოღვაწეობისას განახორციელებს

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება მან პროკურატურაში დღეს გააკეთა.

კომენტარები