დიაკონი ელიზბარი: პარლამენტში უნდა იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის ფრაქცია

აუცილებელია მართლმადიდებელი ეკლესია ღიად ერეოდეს პოლიტიკაში, ბატონ ზვიად გამსახურდიას ეს გადასარევად ჰქონდა, მაშინდელ უზენაეს საბჭოში სასულიერო პირებიც იყვნენ წარმოდგენილნი. იმიტომ, რომ, როდესაც საკანონმდებლო ორგანოსთან გვაქვს საქმე, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ადათ-წესები და ტრადიციები. აუცილებელია მათი გათვალისწინება. მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში, ინგლისის პარლამენტის მსგავსად ერთი ფრაქცია აუცილებლად უნდა იყოს საეკლესიო პირების. ჩვენი ქვეყანა მართლმადიდებლური ქვეყანაა და ეს ფრაქცია უნდა იყოს მართლმადიდებლური. მე საერთოდ გაზეთის ფურცლებიდან მოვუწოდებდი ბატონ ბიძინას, სახალხო დამცველად რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი, იობი დაენიშნა

სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი ელიზბარ დიაკონიძე ინგა გრიგოლიას თოქშოუში "დიდი პოლიტიკა".

კომენტარები