დემოგრაფია

სანიკიძე: ვისაც უყვარს თავისი ოჯახი, ის დღეს ითვლება დინოზავრად

ძალიან ძლიერი და აგრესიული განათლების სისტემა გვჭირდება, სადაც პირდაპირ იქნება ბიოლოგიურად მომზადებული ბავშვი, პატრიოტი თავისი ქვეყნის, ოჯახის ერთგული. ღვთის მადლით, ჯერჯერობით, ოჯახიშვილობა კიდევ რაღაცას ნიშნავს, რასაც ძალიან სერიოზულად ებრძვიან დღეს, წარმატებულად და დაუნდობლად. ვისაც უყვარს თავისი ოჯახი, ის დღეს ითვლება ჩამორჩენილ ადამიანად, გუშინდელ დღედ, დინოზავრად.

განაცხადა ნეტგაზეთის ცნობით, დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ გუშინდელ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის, სახელმწიფო მინისტრის დიასპორების საკითხებში და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ეგიდით, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში გაიმართა.

კომენტარები