სექსუალური უმცირესობა

ევროკავშირის ელჩი: არავინ გაიძულებთ ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას

წარსულის გაკვეთილებმა ჩვენ გარკვეული საკითხების მიმართ უფრო ტოლერანტული გაგვხადა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ტრადიციებს ფანჯარაში გადავუძახეთ. ისევე, როგორც თქვენ არავინ გაიძულებთ, დაივიწყოთ და უარყოთ თქვენი ღირებულებები. ტოლერანტობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყველას ტრადიციებს ვცეთ პატივი და შევეცადოთ, დაჩაგრულად არავინ იგრძნოს თავი. მე უკვე რამდენჯერმე მოვისმინე, თითქოსდა ევროპა თავს მოახვევს საქართველოს გეი-ქორწინებებს. ეს არ არის მართალი! არავინ გაიძულებთ გეი-ქორწინებების ლეგალიზებას ევროკავშირში მოსახვედრად, მით უმეტეს, რომ ასეთი ქორწინებები თვით ევროკავშირის მხოლოდ ზოგ ქვეყანაშია დაშვებული. მაგრამ, ამავე დროს, საქართველომ უნდა გააცნობიეროს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის და ამ საკითხს გაგებით მოეკიდოს. თქვენ შეიძლება გქონდეთ თქვენი ინტელექტუალური და რელიგიური არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს ცუდი, მაგრამ უნდა შეეგუოთ იმას, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ.

აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები