მამა პეტრე: სანტას ფორმაც წაგეღოთ და გადაგეფარებინათ წმინდანის საფლავზე

ის, რაც მცხეთაში ხდება, ვწუხვარ, მაგრამ ერის გაუკუღმართებული სულიერი ცხოვრების შედეგია. რა გგონიათ, ვინც პირველი მივა, მეტი საჩუქარი იმას შეხვდება?! იქნებ სანტა კლაუსის ფორმაც წაგეღოთ და გადაგეფარებინათ წმინდანის საფლავზე. "არა ჰქმენ თავისა შენისა კერპიო" გვეუბნება სინას მთაზე მოსეს მიერ ჩაწერილი ღმერთის ერთ-ერთი მცნება. ვეთაყვანები მამა გაბრიელს, მაგრამ ე.წ. გამოცხადება მისი სახელის დისკრედიტაციას ემსახურება მხოლოდ. სვეტიცხოველს ჩაივლით და დაოთხილები წმინდანის ლამის სამარეში წვებით, როგორ ფიქრობთ, უფრო მეტად შეისმენს ლოცვას?! მაცხოვრის კვართის გვერდის ავლით და მივიწყებით, თუნდაც გაბრიელ სალოსს გავახარებთ?! თუ იქნებ, ვიღაცეების ფინანსური მახინაციებია. ეს არის რწმენა, რომელიც წმინდანთა საფლავებით და ნივთებით საკმაოდ სოლიდურად მდიდრდება და შობაც, როგორც მინიმუმ, ორი სურვილის ასრულებით გვათენდება. ფარისევლებო, დღევანდელი მდგომარეობა ეგვიპტის უდაბნოში ისრაელი ერის "ყიჟინას" მახსენებს, რომელიც მოსეს საყვედურობს და კერპების თაყვანისცემას უბრუნდება.... მრცხვენია...

წერს facebook-ის გვერდზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.

კომენტარები