გია ხუხაშვილი

ხუხაშვილი: მთავარია ხელისუფლება არ დარჩეს ჩრდილოვანი სისტემის ტყვეობაში

მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკური არენა, მივიღეთ საკმაოდ უცნაური რეალობა - გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მართავს ხალხის მიერ ერთი პიროვნებისთვის მინიჭებული მანდატის საფუძველზე. ეს მდგომარეობა საშიშია, თუმცა არა - დრამატული. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, როგორც ობიექტურ რეალობას, დავიცადოთ და ნელ-ნელა ყველაფერი შევუსაბამოთ კონსტიტუციას. მითუმეტეს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს სურს, ქვეყანაში დამყარდეს კონსტიტუციური წესრიგი ძალთა კანონით განსაზღვრული გადანაწილების საფუძველზე. 

ახლა მთავარია, პოლიტიკურმა ძალებმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა, კომპეტენციის ზღვარი და არ დარჩნენ ჩრდილოვანი, ნაკლებად დაბალანსებული მმართველობითი სისტემის ტყვეობაში. გააცნობიერონ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა უპირველეს ყოვლისა, არის არა უფლება, არამედ - პასუხისმგებლობა, მსახურება და არა - ბატონობა. მხოლოდ ასეთი მიდგომა შესძენს ხელისუფლებას სახალხო ლეგიტიმაციას.

აღნიშნული მოსაზრება ყოფილი პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ასევე ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა გაზეთ კვირის პალიტრის 6-12 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოთქვა

კომენტარები