მართლმადიდებელი ეკლესია

მთავარეპისკოპოსი: უწმინდესი რომ არ გპატიობდეთ, არცერთი ცოცხალი არ იქნებით

ღმერთმა გაპატიოთ! რა თქმა უნდა, უწმინდესი გპატიობთ. უწმინდესი რომ არ გპატიობდეთ, თქვენ არცერთი არ იქნებით ცოცხლები, ეს იცოდეთ თქვენ. მე მინდა გითხრათ, თუ რა საშინელი ცოდვაა შენი ერის პატრიარქზე წინ აღდგომა, ბიბლია წაიკითხეთ, ბიბლია წაიკითხეთ! შიშველი გამოხვედი დედის მუცლიდან და შიშველი გახვალ ამ ქვეყნიდან, ვერაფერს ვერ წაიღებ, ვერც შენ მილიონებს, ვერც იმ ბავშვს, რომელიც ესე უღმერთოდ მოიყვანე და შეიძინე, ვერც იმ შენ თანამდებობას, ვერც იმ შენ მეცნიერებს, ვერც იმ შენ სიმდიდრეს, ვერაფერს ვერ წაიღებთ აქედან და დადგები ღვთის წინაშე და გასამართლდები შენი უკუღმართი და უღმერთო საქციელისთვის და მოგელის მარადიული ცეცხლი, ამას ვერ ხვდები?! თუ ვერ ხვდები, ხშირად იარე სასაფლაოზე, შენც ისე წახვალ ამ ქვეყნიდან. ღმერთმა გაპატიოთ, მაგრამ მე მაინც გეტყვით, რა მძიმე ცოდვაა პატრიარქზე წინ აღდგომა. მოსე, ებრაელების წინამძღოლი, შეიძლება ითქვას მათი პატრიარქი, საკუთარმა დამ განიკითხა. გამოეცხადა უფალი და ორივეს მოკვლა უნდოდა - მოსეს დის მარიამის და მისი ძმის აარონის. დავარდა მოსე და ევედრება, და არის ჩემი, არ მომიკლა უფალოო. როგორ განგიკითხა შენ ჩემი მსახურიო, ამიტომ კეთრს შევყრიო, შვიდი დღე ბანაკის გარეთ ეგდოსო, იმიტომ რომ შენ განგიკითხაო, უთხრა. ჩემო შვილებო, ეს მირიამი იყო, მოსეს და და იმიტომ შეიწყალა უფალმა და მაინც კეთრი შეყარა და შენ არ გეშინია ამას რომ აკეთებ?! ბოდიში და ყეფ და შეჰყეფ ილია მეორეს? თავს დაიღუპავ, მეტი არაფერი იქნება კაცო.. ღმერთმა დაგლოცოთ, მე მაპატიეთ, მაგრამ ნამდვილად ამას იმსახურებს ეს საქციელი, რომელსაც თქვენ აკეთებთ. ნეტავი მოიშორებდეთ, ჭეშმარიტებაში თვალს გაახელდეთ და იცნობდეთ ღმერთს და დაინახავდეთ თქვენ სულიერ მოძღვარს ილია მეორეს და დაინახავდეთ იმას, რომ მის გარეშე გადარჩენა არ არის, აი ამას დაინახავდეთ კაცო. ეკლესიის გარეშე გადარჩენა არ არსებობს! და ეკლესიას პატრიარქი ხელმძღვანელობს მისი ლოცვა კურთხევით!

ნაწყვეტი მთავარეპისკოპოს სპირიდონის 2014 წლის 12 იანვრის ქადაგებიდან

კომენტარები